ჯერ წვრილფეხობა ააკაკანეს – გია აბაშიძე

ფსევდოლიბერალური მავნე პროპაგანდისგან დამცველი კანონპროექტის “რუსულად” შერაცხვას ნამდვილად აპირებენ ნაცსექტაში და ჯერ წვრილფეხობა ააკაკანეს (გირჩი ჯაფარიძის ადეპტი ვახტანგ მოსიაშვილი, იგივე ტორესა მოსი), – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ტორესა მოსის განცხადებას მმართველი გუნდის მიერ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით.
აბაშიძის თქმით, ტორესა მოსის შემდეგ სხვა მწერლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქართველი თუ უცხოელი პოლიტიკოსებიც გამოვლენ აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ.
“ფსევდოლიბერალური მავნე პროპაგანდისგან დამცველი კანონპროექტის “რუსულად” შერაცხვას ნამდვილად აპირებენ ნაცსექტაში და ჯერ წვრილფეხობა ააკაკანეს (გირჩი ჯაფარიძის ადეპტი ვახტანგ მოსიაშვილი, იგივე ტორესა მოსი). შემდეგ იქნებიან “უბორნიის” “მწერლები” და უინტელექტო “ენჯეოშნიკები”, მერე ნაცპოლიტიკანები და, ცხადია, რეპუტაციაშელახული, ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ტრადიციული ბექ ვოკალი ოდიოზური ევროპარლამენტარებისგან.
გვინახავს ეს “ნაცქაჯური” “ლიბერალურად” შემოსაღებული სერიალები. თუმცა, საზოგადოების უმრავლესობასთან ჭიდილს ნამდვილად არ ვურჩევდი ვერცხლისმოყვარე, უსამშობლო, მარგინალ პერსონაჟებს.” – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

2011 წლის 26 მაისს, ჩემს ნათესავს, თემურ ლოგუას, რეზინის ტყვიები მოხვდა სახეში. დაეცა, სპეცრაზმის მანქანით გადაუარეს მკერდზე, საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა იგივე მანქანამ და იმ მხარეს სკალპი უკვე ახდილი ჰქონდა – დასისხლიანებულ, მოშიშვლებულ თავის ქალაზე ფეხს აბიჯებდნენ