“ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს” – იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა

“ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს” – იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
UFC 323-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსმა მებრძოლმა მედიასთან ისაუბრა და შესაძლო რემატჩზე ისაუბრა.
“ამ ჩემპიონის ქამრის მოპოვების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან ბევრი ვიშრომე, ძალიან მოვემზადე ამ მომენტისთვის. თითოეულ ჩემს გულშემატკივარს დიდ მადლობას გადავუხდი.
ვფიქრობ, გამარჯვება თავდაჯერებულობამ მომიტანა, რადგან ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. შედგება თუ არა რემატჩი? – დვალიშვილმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს და ამაზე მერე ვიფიქრებ”, – თქვა ხუმრობით იანმა.