“ჯერ კიდევ ვერ ვიჩერებ” – რა თქვა ალეხანდრო გარნაჩომ ულამაზესი გოლის შემდეგ

პრემიერ ლიგის მე-13 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” გასვლაზე “ევერტონი” 3:0 დაამარცხა. ულამაზესი გოლით “წითელი ეშმაკები” მე-3 წუთზე მაკრატელა დარტყმით ალეხანდრო განაჩომ დააწინაურა.
მატჩის დასრულების შემდეგ არგენტინელმა თქვა:
“სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. გოლის გატანის შემდეგ უბრალოდ ვთქვი – “ღმერთო ჩემო!”.
ჩემი გოლი ჯერ კიდევ არ მინახავს. უბრალოდ, ტრიბუნებს ვუსმენდი. ჯერ კიდევ ნოემბერია, მაგრამ ეს ალბათ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იქნება”, – თქვა გარნაჩომ.