ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე „მაკკეინის ინსტიტუტმა“ დააანონსა ამ არჩევნების დელეგიტიმაცია, პირდაპირ ჰქონდათ ასახული საკუთარ ანგარიშში „მაიდნის“ სცენარი, რაც აამოქმედეს რადიკალური ოპოზიციის და NGO-ების ხელით

ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე „მაკკეინის ინსტიტუტმა“ დააანონსა ამ არჩევნების დელეგიტიმაცია, პირდაპირ ჰქონდათ ასახული საკუთარ ანგარიშში „მაიდნის“ სცენარი, რაც აამოქმედეს რადიკალური ოპოზიციის და NGO-ების ხელით
ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული, როდესაც „მაკკეინის ინსტიტუტმა“ დააანონსა ამ არჩევნების დელეგიტიმაცია, ცხადია, რაც იყო მათ სცენარი და მიზნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, „მაკკეინის ინსტიტუტს“ ჯერ კიდევ არჩევნებამდე პირდაპირ ჰქონდა ასახული საკუთარ ანგარიშში „მაიდნის“ სცენარი, რისი განხორციელებაც რეალურად ამ პერიოდის განმავლობაში დაიწყო.
„არჩევნების მეორე დღიდან დაიწყეს ქუჩების გადაკეტვა, გმირთა მოედანს კეტავდნენ და ა.შ.. სცენარი, რაც ეწერა მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, პირდაპირ აამოქმედეს რადიკალური ოპოზიციის და NGO-ების ხელით. ახლა საუბრობენ მსხვერპლზე, სანქციებზე, ეს არის ყველაზე ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არიან საქართველოში ნეგატიური სცენარების განვითარებით დაინტერესებული. იმედი მაქვს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 იანვრიდან ბევრი რამ შეიცვლება რადიკალურად და საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იქნება არა უსამართლო, არამედ სამართლიანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა