“ჯერ ამ 3 კითხვას გასცეს პასუხი” – მივა, თუ არა, წულუკიანი რუსთაველზე?

„პარლამენტი არალეგიტიმურია და შესაბამისად, ამ პარლამენტის მიერ შექმნილი რაღაც – კანონგარეშეა. კონსტიტუცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიციის გარეშე არ ითვალისწინებს, ამიტომ ორმაგ უკანონობასთან გვაქვს საქმე. მე ჯერ უარი არაფერზე არ მითქვამს, ჯერ მინდა სგან მივიღო პასუხი, მოვა თუ არა რუსთველზე. ოფიციალურად ჯერ არც ოქმი და არც წერილი მომსვლია. თეა წულუკიანმა ჯერ იმას გასცეს პასუხი, თუ რატომ არის ამდენი ადამიანი პოლიტპატიმრობაში, მათ მშობლებს დაელაპარაკოს, თქვას, რატომ სცემეს ახალგაზრდები დეკემბერში პოლიციელებმა. სტრასბურგით ამაყობს და თავი მოაქვს, მაგრამ იქიდანაც გამოაპანღურეს, როცა იქ ვაი დელეგაციით ჩავიდა. რომელ სტრასბურგის სტანდარტში ჯდება ის კანონები, რომლებსაც ისინი იღებენ? ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზია და კომისიის მიზანია, რომ ყველაფერზე იყოს საუბარი, გარდა კრიზისა და პრობლემებისა, რომელიც საზოგადოებაშია. მოვიდეს და წამოიყვანოს თავისი კომისიის წევრებიც!”