“ჯერ ამერიკამ მხოლოდ დააცემინა… ამ ესკალაციაში ქოცები ჩამოიშლებიან და აი რატომ…” – ბექა კობახიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა :
მეგობრებო, მე ყალბი ოპტიმიზმი არ მჩვევია. პირიქით, მსაყვედურობენ ხოლმე, რომ სტრესავ ხალხსო. ვეთანხმები, ძალიან ფრთხილი ვარ მოლოდინების გაზრდასა და ოპტიმისტურ შეფასებებში.
ქოცების სრული სიგიჟეები არ არის მხოლოდ სიგიჟე, ის პოლიტიკის ნაწილია. მათზე ქვეყნის შიგნით (ჩვენი მხრიდან) და ქვეყნის გარეთ (საქართველოს მეგობრების მხრიდან) მიმდინარეობს უპრეცედენტო ზეწოლა. ქოცები სწორად ფიქრობენ, რომ როგორც კი დათმობას და სისუსტეს აჩვენებენ, მაშინვე ჩამოშლისკენ წავა სისტემა, კოლაფსის სპირალში შევლენ. ამიტომ, მათი არჩევანია ესკალაცია: დაგვემუქრებით? ჩვენ უფრო შორს წავალთ; კიდე მოგვაწვებით? უფრო მეტ სიგიჟეს გავაკეთებთ; ესკალაციაში ბოლომდე შევალთ და ესკალაციით გავიმარჯვებთ, ბოლოს თქვენ მოგიწევთ დანებებაო, ასე აქვთ ჩაფიქრებული.
მათი ძალის პროექცირების უკან დგას 2000-მდე კუნთიანი პოლიციელი; 84 გასვრილი ან უგონო პარლამენტარი; რამდენიმე მინისტრი და სულ ეგ არის. აქეთ მხარეს ვდგავართ მოტივირებული ასიათასობით ადამიანი და საქართველოს დასავლეთელი მეგობრები. შუაში დგას მძინარე უმცირესობა: ტელევიზორთან მჯდარი კოლექტიური ჯემალი ბიძიები, უკანა ხაზზე მდგომი არამოტივირებული პოლიციელები, ელჩები, საჯარო მოხელეები, ბიზნესი და მრავალი სხვა.
ზაფხულის განმავლობაშიც და არჩევნებამდე პერიოდშიც, ველი შემდეგ მოვლენებს:
1. გაგრძელდება და გაძლიერდება რეპრესიები. შეიძლება რამე დიდი შეთქმულების თეორიაც დადონ პროტესტისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მასობრივად დასაჭერად; 2. ამის პირდაპირპროპორციულად გაიზრდება დასავლური სანქციები. საქმეში ჩაერთვება ევროპაც და დიდი ბრიტანეთიც, გაიზრდება სანქცირებულთა სიები და სფეროები, ის მოიცავს ეკონომიკასაც; 3. ამ ესკალაციას ქოცებმა ესკალაციით უნდა უპასუხონ და პიკში ისეთ მოცემულობაზე გავიდნენ, როდესაც ჯემალი ბიძიასაც და დანარჩენ სეგმენტებსაც ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ს ნაწილი ვხვდებით. მაგდა ანიკაშვილი ვეღარ უმტკიცებს საპირისპიროს, თავს ზემოთ ძალა აღარ აქვს; 4. ჯემალი ბიძია, პაპაშვილები, ელჩები და საჯარო მოხელეები აქამდე კი იყვნენ ჩუმად და შუაში, მაგრამ ჯემალის არ უყვარს რუსეთი და თუ აქამდე უმტკიცებდნენ “ეროვნულ საქართველოს” ვქმნითო, ახლა ხედავს რომ ეს რეალურად რუსეთის საქართველოა; არც პაპაშვილებს უნდათ მათი ბიზნესები შეეწიროს ამ სიგიჟეს; მგონი, არც ელჩების ნაწილია მზად ბოლომდე შეყვეს რუსეთში; 5. ჯერ ამერიკამ მხოლოდ დააცემინა და უკვე ვხედავთ პირველ ნიშნებს: გენერალური პროკურორი გადადგა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა კანონი უნდა შევცვალოთო, ხელისუფლების მომხრე საქართველოს ბანკმა ევროკავშირის დროშა გადმოკიდა, ჯაბა კანკავამ ევროპაზე არ წავალო და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ