ჯერჯერობით ვხედავთ პირიქით, იმ ტაქტიკების გამწვავებას, რომელიც აქამდეც ჰქონდათ ოპოზიციას და მის მოკავშირე ენჯეოებს – იმედი გვაქვს, რომ „დოფ სთეითის“ წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვა აისახება საქმედ საქართველოში

ჯერჯერობით ვხედავთ პირიქით, იმ ტაქტიკების გამწვავებას, რომელიც აქამდეც ჰქონდათ ოპოზიციას და მის მოკავშირე ენჯეოებს – იმედი გვაქვს, რომ „დოფ სთეითის“ წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვა აისახება საქმედ საქართველოში
სამწუხაროდ, ის პოლიტიკა, რომელიც გამოცხადდა და ასე დინამიურად მიმდინარეობს აღმასრულებელი განკარგულებების სახით თუ ცენტრში, ამ შემთხვევაში, ვაშინგტონში მიმდინარე ღონისძიებებით, არ აისახება საქართველოზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვას, -ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში რჩება თუ არა საქართველოში „დიფ სთეითის“ გავლენა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამერიკის ახალი პოლიტიკა საქართველოში არსებულ ვითარებაზე არ ასახულა. მეტიც, მისი თქმით, ბოლო პერიოდში, რადიკალური ოპოზიციისა თუ მისი მოკავშირე არასამთავრობოების მხრიდან, ვითარების გამწვავების მცდელობა შეინიშნება. პაპუაშვილის განცხადებით, იმედია, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვა, საქართველოში საქმედ აისახება.
„ბოლო პერიოდში ვხედავთ პირიქით, გამწვავებას, გამწვავების მცდელობას, რადიკალური ოპოზიციის და მათი მოკავშირე რადიკალური ენჯეოების მხრიდან, რომელთა დაფინანსების წყაროც, საბოლოო ჯამში, ზუსტად მიდის აშშ-ის ბიუჯეტამდე და ჩვენ ჯერჯერობით ამ პოლიტიკის ასახვას ადგილზე ვერ ვხედავთ. იმედი გვაქვს, დავინახავთ ამის სიგნალებს როგორც დონორების, ისე აშშ-ის საელჩოს თუ ამერიკის სხვა წარმომადგენლების მხრიდან საქართველოში.
რაც შეეხება თავად პოლიტიკას, რომელიც წარმოებს, ჩვენ გვიხარია, რომ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ის პოლიტიკა და მიდგომები რაც ჩვენ გვქონდა უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით, ერთი-ერთში არის ასახული პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკაში, მათ შორის, მის აღმასრულებელ განკარგულებაში, რომელმაც საფუძველი ჩაუდო საერთაშორისო დახმარების გადახედვას.
იქ პირდაპირ საფუძვლად არის მოტანილი, რომ აშშ-ის ბიუჯეტის დაფინანსებით ხდებოდა სხვა ქვეყნებში უცხო იდეოლოგიების თავს მოხვევა, დესტაბილიზაციის შეტანა, ჰარმონიული განვითარებისთვის ხელის შეშლა, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი ვსაუბრობდით და ამაზე ჰქონდათ მწვავე რეაქცია სხვადასხვა წარმომადგენლებს. ასე რომ, ჩვენ კვლავ მოლოდინში ვართ – კარგი არის ის სიტყვა, რომელიც ჩვენ გავიგეთ, ახლა გვაინტერესებს საქმე როგორ განხორციელდება საქართველოში.
ჯერჯერობით ვხედავთ პირიქით, უფრო გამწვავებას იმ ტაქტიკებისა, რომელიც აქამდეც ჰქონდათ ოპოზიციას და მის მოკავშირე ენჯეოების ხელისუფლების წინააღმდეგ არადემოკრატიული ქცევისა. ვნახოთ, ტაქტიკებს ვაკვირდებით და იმედი გვაქვს, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვა აისახება საქმედ საქართველოში.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.