ჯერჯერობით ევროკავშირი კეთილდღეობის მაღალ დონეს ინარჩუნებს ინერციით […] ქართული ოცნება კიდევ ბევრი წელი აიღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის მართვაზე – ირაკლი კობახიძე

ჯერჯერობით ევროკავშირი კეთილდღეობის მაღალ დონეს ინარჩუნებს ინერციით […] ქართული ოცნება კიდევ ბევრი წელი აიღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის მართვაზე –
“ჯერჯერობით ევროკავშირი კეთილდღეობის მაღალ დონეს ინარჩუნებს ინერციით” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა.
გთავაზობთ კობახიძის დღევანდელი [2025 წლის 5 ოქტომბრის] ბრიფინგიდან მთავარ მესიჯებს:
“ე.წ. დიპ სტეიტს გეგმა ჩაუვარდა, “ლელო” და “გახარია” ჩამოსაწერია”.
“1 110 000-ზე მეტი ამომრჩევლის მიმართ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა, ჩვენს ქვეყანას საბოლოოდ მოვაშოროთ ეს სენი, რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ჰქვია. კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგულისხმება, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, იგულისმხება ყველა უცხოური აგენტი, რომელიც არ ასვენებს ამ ქვეყანას.”
“ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს “იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოს წინააღმდეგ და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ”.
“ის, ვინც 4 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდა, მივიდა დამხობის აქციაზე – ბურჭულაძის და სხვების საქციელი სამარცხვინოა, მაგრამ მათზე ბევრად სამარცხვინო არიან ისინი, რომლებიც ჩავარდნილი დამხობის შემდეგ მათ გაემიჯნენ.”
„შემდეგი 3 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“, შემდეგ ტარდება . მე ყველას მოვუწოდებ, რომ შეეგუონ ამ მოცემულობას“.
“ქართული ოცნება კიდევ ბევრი წელი აიღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის მართვაზე. ალბათ, საუსრველი იქნება ყველასთვის, რომ გადატვირთონ ურთიერთობა ქართველ ხალხთან, ხელისუფლებასთან, “ოცნებასთან”.
“მოვუწოდებ ფრანგებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს, მაგალითი აიღონ [საქართველოს] -სგან, როდესაც ასეთ გამოწვევებთან გამკლავება მოუწევთ”.
“მოვუწოდებ ფრანგებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს, რომ მაგალითი აიღონ საქართველოს შს სამინისტროდან, გუშინდელი სპეცოპერაციიდან, როდესაც თავად მოუწევთ, ასეთ გამოწვევებთან გამკლავება.”