„ჯერჯერობით გაბუტვა და წყენა არ გვქონია, ბოდიშიც არც ერთს გვქონია მოსახდელი…“ – თათა გიორგობიანი პირად საკითხებზე

ცოტა ხნის წინ, მომღერალ თათა გიორგობიანს ხელი სთხოვეს.
თათას რჩეული ეკონომისტი და ბლოგერი კონსტანტინე მოსიძეა. ის ვიდეოებს ხშირად დებს და აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
თათა გიორგობიანი, ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის ბლიც-კითხვებს პასუხობს:
„ბევრი საუბარი ამაზე არ მიყვარს, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ საქმეზე დამიკავშირდა, თითქოს რეკლამის გაკეთება უნდოდა. ასე შემოძვრა და მომაწონა თავი. მე უფრო კონსერვატიული შეხედულებები მაქვს და მას დაველოდე, სანამ სიყვარულს არ ამიხსნიდა. ჯერჯერობით გაბუტვა და წყენა არ გვქონია. ბოდიშიც არცერთს გვქონია მოსახდელი. ორივე ძალიან გემრიელად ვამზადებთ, კონსტანტინეს გადასარევი კულინარიული შესაძლებლობები აქვს, მაგრამ მე ვერ მჯობია“,- ამბობს თათა.