ჯერჯერობით არსებული განცხადებები დასავლეთის მხრიდან არ ტოვებს იმის აღქმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ნამდვილად ობიექტურად იქნება შეფასებული

„ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტი და სხვა სტრუქტურები ამ თავიანთი წინასაარჩევნო შეფასებებით ცდილობენ გარკვეულწილად ზემოქმედების მოხდენას, ეს უკვე არის მათი მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა, როდესაც კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენად იქნება ობიექტური სხვადასხვა ევროპული ინსტიტუტის დასკვნა ს შედეგებთან დაკავშირებით.
„ჯერჯერობით არსებული განცხადება დასავლეთის მხრიდან არ ტოვებს იმის აღქმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ნამდვილად ობიექტურად იქნება შეფასებული. თუმცა, ვფიქრობ, საჭირო იქნება დამატებითი მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ისინი დაინახავენ ქართველი ხალხის მიერ არჩევნებზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ვალდებული იქნებიან პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას.
აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ ისინი ამ თავიანთი წინასაარჩევნო შეფასებებით ცდილობენ გარკვეულწილად ზემოქმედების მოხდენას, ეს უკვე არის მათი მხრიდან ჩარევა, რასაც მე ნეგატიურად ვაფასებ”, – განაცხადა დეპუტატმა. ეკა სეფაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ ეს არ არის დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევის პირველი მცდელობა.
„ეს არ არის პირველი ჩარევა ევროპარლამენტის მხრიდან, ზოგადად დასავლეთის მხრიდან ჩარევა (პაველ ჰარჩინსკის განცხადებები, -ს საელჩოს ბანერები) პირდაპირ უკავშირდება წინასაარჩევნო პროცესს. ესეც არის ერთგვარი გავლენის მოხდენის საშუალება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და იმ პოლიტიკურ პარტიაზე შეჩერდება (პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“) , რომელმაც უზრუნველყო ქვეყანაში 12 წლის მანძილზე უწყვეტი მშვიდობა და მომავალშიც ასე აპირებს გააგრძელოს განვითარება, მშვიდობისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას

არჩევნებში ოპოზიციის არ მონაწილეობის კარგია დემოკრატიისთვის, ვინაიდან საბოლოდ ჩაიხსნებიან პოლიტიკური ცხოვრებიდან. მონაწილეობას თუ მიიღებენ, ესეც კარგია – საზოგადოება განაჩენს კიდევ ერთხელ გამოუტანს

საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის ტყვე პოლიტიკური კონტექსტისა. როგორც კი მოიხსნება არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს მიმართ აქვს, ეს ურთიერთობა ამ ტყვეობიდან იმ მომენტშივე გამოვა

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი უნდა იყოს მრავალფეროვნების კავშირი და შესაბამისად, ყველა ერის, ყველა კულტურის, ყველა სახელმწიფოს როგორც ინტერესები, ასევე ხმა უნდა იყოს გაგონილი