ჯერაშის კულტურის ფესტივალზე ანსამბლმა „ბათუმმა“ ქართული ტრადიციული ცეკვები წარადგინა

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გამართულ ჯერაშის 38-ე კულტურის ფესტივალის მეორე დღეს მაყურებლის წინაშე ს კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“ წარდგა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ქართული ტრადიციული ქორეოგრაფია გააცნო.
ფესტივალს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა და ქართულმა ხელოვნებამ მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.
ჯერაშის კულტურული ფესტივალი წელს მეფე აბდულა II-ის გამეფების 25 წლის იუბილეს ეძღვნება. ეს არის იორდანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიება, რომელზედაც წარმოდგენილია იორდანული ინტელექტუალური და კულტურული პროგრამა და იორდანული და არაბული პოეზია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც