“ჯეო ჰოსპიტალი” რესპუბლიკურის თანამშრომლების დასაქმებისთვის მზად არის – “სამინისტროსთან კომუნიკაცია გუშინ გვქონდა”

“ჯეო ჰოსპიტალი” რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების დასაქმებისთვის მზად არის.
როგორც Bm.ge-ს კლინიკაში განუცხადეს, მათ სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია გუშინ ჰქონდა და მზაობა გამოთქვეს ახალი კადრები მიიღონ.
ზუსტი რაოდენობა, რამდენი ახალი თანამშრომლების მიღება შეუძლია კლინიკას, ჯერჯერობით ვერ ასახელებს, თუმცა თქვეს, რომ კადრები სჭირდებათ და საჭიროებისამებრ მიიღებენ.
„მზად ვართ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შევთავაზოთ, ოპტიმალური პირობები მათთვის მისაღები თუ იქნება. კარგი ექიმების და ექთნების ადგილი სულ გვაქვს ჩვენ „ჯეო ჰოსპიტალში“ , ასე რომ თუ იქნება ორმხრივი დაინტერესება მზად ვართ განვიხილოთ ინდივიდუალურად მათთან თანამშრომლობა.
ვერ გეტყვით რამდენს მივიღებთ, მაგრამ არის იმის რესურსი რომ დამატებითი კადრები მოვიზიდოთ. ვიცით რომ ბევრი სხვა კლინიკაც არის ჩართული და როგორც იქნება საჭირო სპეციალისტები ვინც დაგვჭირდება იმის მიხედვით გავუზიარებთ ჯანდაცვას და შეთანხმება ერთობლივად მოხდება.
გუშინ გვქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეს ინტერესი გავიზიარეთ და შემდგომ ეტაპს ველოდებით. ჩვენ გამოვხატეთ ინტერესი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შევთავაზოთ საჭიროების და ინტერესის მიხედვით შესაბამისი წინადადებები. ნებისმიერი ექიმი, სპეციალისტი, რომელიც ჩვენს არსებულ ვაკანსიას ესადაგება მზად ვართ გავითვალისწინოთ, მაგალითად, ნევროლოგი თუ არის მას გავუკეთებთ შეთავაზებას, თუ ექთნები არიან და უნდათ ჩვენს ლოკაციებზე მუშაობა მათ გავუკეთებთ და ა.შ“, – განაცხადეს „ჯეო ჰოსპიტალში“.
ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც უწყების ცნობით თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს დასაქმება შესთავაზეს.
ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

ასევე დაგაინტერესებთ