დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებსა და პალესტინელებს შორის მომხდარ შეტაკებას ორი პალესტინელი ემსხვერპლა, – ინფორმაციას პალესტინური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჯენინში რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ამასთან, BBC-ის ცნობით, ისრაელი ქალაქ ჯენინში რეიდს ახორციელებს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან ადამიანები, რომლებიც ქალაქის ქუჩებში დარბიან და ისმის სროლის ხმა. კადრებში ასევე ჩანს ისრაელის ტანკი, რომელიც ქალაქის ქუჩებში გადაადგილდება.
