“ცისანა გათხოვდა მესამედ; ქალი იმდენჯერ უნდა გათხოვდეს, სანამ ბედნიერი არ იქნება” – რას ამბობს ჯემალ სეფიაშვილი შვილის, ცისანა სეფიაშვილის დაოჯახების შესახებ – Marao
„სიცრუის დეტექტორის“ საახალწლო გადაცემაში სტუმრად მამა-შვილი, ცისანა და ჯემალ სეფიაშვილები იყვნენ.
მამა-შვილმა წამყვანის და სტუმრის სტატუსი მოირგო და ჯემალმა შვილის ბავშვობა გაიხსენა, როგორ არ უყვარდა მის შვილს მუსიკის გაკვეთილები და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია, რომ ცისანა იყოს ბედნიერი. ჯემალ სეფიაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე მისი შვილი ძალიან შეიცვალა. თუ ადრე მასთან საუბარი რთული იყო, ახლა მის თვალებშიც მეტი ღიმილია.
“მე მაქვს შენთან ერთადერთი შეკითხვა, ჩემი ცისანა ბედნიერია?” – ჰკითხა მან შვილს და პასუხად მიიღო, რომ ცისანა ძალიან ბედნიერია.
„თუ დეტექტორმა თქვა, რომ სიცრუეა, მაშინ თქვენი დეტექტორი გამოსაცვლელია“, – აღნიშნა ცისანამ. ჯემალმა კი დაამატა, რომ ძალიან ბედნიერია ამ პასუხით.
„ყველა მამას ვუსურვებ, რომ შვილები ბედნიერები ნახონ. არც ერთი ქალი არ თხოვდება მეორედ და მესამედ იმიტომ, რომ ბედნიერებას გაურბის. პირიქით, ბედნიერებას ეძებს. რა სიხარულია, როცა იმ ბედნიერებას იპოვის. ცისანა გათხოვდა მესამედ. სხვათა შორის, არაერთხელ მაქვს ნათქვამი ინტერვიუებში, რომ მინდა, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი-მეთქი. ქალი იმდენჯერ უნდა გათხოვდეს, სანამ ბედნიერი არ იქნება. არ უნდა გაექცეს ბედნიერების ძებნას“, – აღნიშნა ჯემალ სეფიაშვილმა.
ჯემალ სეფიაშვილი ქართველი მომღერალი და კომპოზიტორია. 1975 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1968 წლიდან მუშაობდა თბილისის ფარმაცევტულ ქარხანაში ინჟინრად და თანამშრომლობდა ქარხნის ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლთან „მელოდია“; ამ ანსამბლისთვის დაწერა სიმღერა „სიყვარულის სანთლები“, რომელმაც კვარტეტ „თბილისის“ შესრულებით დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1972 წელს ირმა სოხაძის საავტორო კონცერტზე წარმატებით შესრულდა მისი 12 სიმღერა. 1978–1986 წლებში მუშაობდა საქტელერადიოს კორესპონდენტად, იყო ტელე-რადიო გადაცემების ავტორი და წამყვანი. განსაკუთრებით პოპულარული იყო გადაცემა „შეხვედრები მიკროფონთან“ (1972–1986). 1979 წელს გამოვიდა მისი სიმღერების ორი ალბომი მორის ფოცხიშვილის ლექსებზე (ანსამბლ „ორიონის“ შესრულებით). 1986–1987 წლებში მუშაობდა მხატვრული აღზრდის სახლის ხელმძღვანელად. 1991 წელს იყო საქართველოს პროფკავშირების კულტურის განყოფილების კომისიის თავმჯდომარე. 1991 წელს აღადგინა საქართველოს კულტურის მოღვაწეთა პროფკავშირი და იყო მისი თავმჯდომარე. 1995 წელს საქართველოს კულტურის, 2001 წელს რუსეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში განვითარებულ ტრაგედიას მიუძღვნა სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ (მორის ფოცხიშვილის ლექსი), რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა (შეასრულა ქართული ესტრადის 62-მა მომღერალმა). არის არაერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად, ჯემალ სეფიაშვილი 1998 წლის საუკეთესო საზოგადო მოღვაწეთა ათეულში დასახელდა.
ცისანა სეფიაშვილი დაიბადა 1973 წლის 9 ნოემბერს. პროფესიით თეატრმცოდნე და პიარ-სპეციალისტია.
ცისანას სეფიაშვილის მუსიკისადმი სიყვარული არავის გაჰკვირვებია, თუმცა მომღერლობაზე არასოდეს უფიქრია. ბავშვობაში ტელე-რადიომაუწყებლობის ბავშვთა გუნდში აღმოჩნდა ზურა და ლალი სიხარულიძეებთან, ამ პერიოდს მომღერალი დაუვიწყარს უწოდებს.
1997 წელს გადაწყვიტა ტელეეთერში “ბრავო, მაესტროზე” მამისთვის სიურპრიზი გეკეთებინა და დუეტი ჩაწერა მერაბ სეფაშვილთან – „ღრუბელს რაღა უნდოდა“. იდეა ერთჯერადი უნდა ყოფილიყო, თუმცა მსმენელმა ისე აიტაცა ცისანას შესრულება, რომ სავიზიტო ბარათად იქცა.