ჯემალ გამახარია – თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის, არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ბოდიში მოვიხადოთ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის – ცალმხრივი ბოდიში აქ ვერაფერს უშველის

აფხაზურ საზოგადოებაში არავინ დიდ პროტესტს არ გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ „ასეთი ტრაგედია ელოდებათ, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების სახით“, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მზად არიან ხვალ ხმა მისცენ საქართველოსთან შემოერთებას და დათმონ ის ე.წ. დამოუკიდებლობა, რომელიც მათ აქვთ. აქ ჩვენ ვსაუბრობთ პროცესზე, რომელიც დაძრულია – თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის. არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ვიღაცას ბოდიში მოვუხადოთ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის, – ამის შესახებ ს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ მხარეს თავის წილ პასუხისმგებლობაზე აქვს ბოდიში მოსახდელი, თუმცა „სეპარატისტებს ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვით და ამაზეც კეთილი ინებონ და ბოდიში თავად მოიხადონ“.
„ლავროვისა და ზატულინის განცხადებებზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ რუსულ საზოგადოებაში რა ხდება, აფხაზურ საზოგადოებაში რა ხდება. ბჟანიას არ აქვს იმდენი ინფორმაცია, რა ხდება აფხაზეთში, ჩვენ რომ გვაქვს. ყველაფერი ვიცით, იქ რა ხდება, საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფში რას ლაპარაკობენ. ყველაფერი ეს ჩვენთვის ცნობილია და არავინ დიდ პროტესტს არ გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ „ასეთი ტრაგედია ელოდებათ, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების სახით“, მე ასეთ პროტესტებს იქ ვერ ვხედავ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მზად არიან ხვალ ხმა მისცენ საქართველოსთან შემოერთებას და დათმონ ის ე.წ. დამოუკიდებლობა, რომელიც მათ აქვთ, მაგრამ აქ ჩვენ ვსაუბრობთ პროცესზე, პროცესი რომ არის დაძრული. მაგრამ ეს საით განვითარდება, რა სახეს მიიღებს ბოლოს, ჩვენზეც არის დამოკიდებული, დამოკიდებულია დიდწილად იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები საერთაშორისო ასპარეზზე. თუ ეს ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, მაშინ მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის. არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ვიღაცას ბოდიში მოვუხადოთ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის. ქართულ მხარეს რომ არ აქვს არანაირი ბრალი და დანაშაული ყოველივე იმაში, რაც მოხდა, თუ ჩვენ ამ პოზიციაზე დავდგებით, შედეგს ვერასდროს მივაღწევთ.
ისმის კითხვა, ჩვენ გავაკეთეთ თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ არ დაწყებულიყო დიდი უბედურება. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველაფერი არ გაგვიკეთებია იმისთვის, რომ ეს ომი თავიდან აგვეცილებინა. ანუ ჩვენი პასუხისმგებლობა ნამდვილად არის, მაგრამ არა ისე, რომ მარტო ჩვენ ვართ დამნაშავე. აფხაზურ მხარეს ბევრად მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი – ეს არის გენოციდი ქართლი მოსახლეობის და ვითარების ისე დაძაბვა, რომ საქმე მიიყვანეს ომამდე და ეს ყველაფერი ხდებოდა შეგნებულად, რუსების კარნახით. ჩვენი წილი პასუხისმგებლობისა ჩვენ გვაქვს, ამაზე ბოდიში უნდა მოვიხადოთ, მაგრამ სეპარატისტებს ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვით და ამაზეც კეთილი ინებონ და ბოდიში მოიხადონ. ცალმხრივი ბოდიში აქ ვერაფერს უშველის. ასეთია ჩვენი პოზიცია, ასეთია ის განმარტებები, რაც გაკეთდა საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ ურთიერთ მიტევებაზეა საუბარი და არა ცალმხრივი ბოდიშის მოხდაზე,“, – განაცხადა გამახარიამ.
მისი თქმით, ს საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მოლაპარაკებების ხელისშეწყობაზე საუბრისას ისეთი არაფერი განუცხადებია, რომ ქართულ საზოგადოებაზე ამდენი ხნის განმავლობაში შეეჩერებინა ამაზე ყურადღება.
„ლავროვის განცხადება, რომელიც 28 სექტემბერს გაკეთდა გაეროში, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა გახდა, თუმცა ჩემი ღრმა რწმენით, მას განსაკუთრებული, ისეთი არაფერი უთქვამს, რომ ამდენი ყურადღება არის მიპყრობილი მასზე. რუსეთს არაერთხელ განუცხადებია სხვადასხვა დონეზე, მათ შორის, პუტინმა 2015 წელს გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი ხელს არ შეუშლის თუ საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დასხდებოდნენ მოსალაპარაკებლად, რომელიც მათ აღიარებული ჰყავთ და სახელმწიფოებად განიხილავენ. „თქვენ დასხედით და რასაც გადაწყვეტთ, ჩვენ მზად ვართ ის მივიღოთ“,- ეს პუტინმა განაცხადა ჯერ კიდევ 2015 წელს, მაგრამ მაშინ იყო სრულიად განსხვავებული ვითარება და მას არანაირი რეაქცია არც ქართული მხარის მხრიდან, არც აფხაზეთში, არ მოჰყოლია. მაგრამ დღეს არის სრულიად განსხვავებული ვითარება, აფხაზეთში, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოში სრულიად განსხვავებული ვითარებაა. განცხადება, რომ: „რა სახეს და რა ფორმას მიიღებს ამას ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის დამოკიდებული ქართველებზე, აფხაზებსა და ოსებზე“,- რასაც ლავროვი აკეთებს, არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუმცა არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ორ ტერიტორიას ამ განცხადებაშიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს.
დღეს ქართული მხარე განვითარებული მოვლენების ფონზე აყენებს საკითხს, რომ ჯერ გაიყვანეთ თქვენი საოკუპაციო ძალები და მერე უკვე აფხაზებთან და ოსებთან რას მოვილაპარაკებთ და რა ხელშეკრულებას დავდებთ, ის მოლაპარაკება აჩვენებს. მაგრამ სანამ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული, მანამდე არავითარი აზრი მათთან მოლაპარაკებას არ აქვს- ოკუპირებულ ტერიტორიას როგორ უნდა ელაპარაკო?! მაგრამ რუსულ მხარესთან საუბარი თავდაუსხმელობაზე, ძალის არ გამოყენებაზე, კი ბატონო, შესაძლებელია, მაგრამ რუსული მხარე ამაზე არ მიდის. შესაბამისად, ეს არის მკვდარი თემა, რომელიც 2008 წლიდან დღემდე დგას და ასე გაგრძელდება, სანამ ეს ორი ტერიტორია იქნება ოკუპირებული“,- განაცხადა გამახარიამ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს განცხადებით, რუსეთი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს მეზობლებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს