ჯემალ გამახარია – დიმიტრი გულია ისტორიის ყველა ეტაპზე იყო ქართული ორიეტაციის მიმდევარი და მომხრე აფხაზი საზოგადო მოღვაწე

დიმიტრი გულია ისტორიის ყველა ეტაპზე იყო ქართული ორიეტაციის მიმდევარი და მომხრე აფხაზი საზოგადო მოღვაწე, – ამის შესახებ ს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებაშია ნათქვამი.
“დიმიტრი გულია, მთელი თავისი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, არამარტო აფხაზი ხალხისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვისაც. ის არის აფხაზი ხალხის დამწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აფხაზური ლიტერატურისა და პოეზიის ფუძემდებელი.
გარდა ამისა, ის იყო უდიდესი საზოგადო მოღვაწე. მე – 19 საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული დიმიტრი გულია აფხაზეთის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მიმდინარე ყველა მოვლენის მონაწილე და ქართული ორიეტაციის მომხრე აფხაზი საზოგადო მოღვაწე გახლდათ”, – ნათქვამია ჯემალ გამახარიას განცხადებაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აფხაზი პოეტისა და მწერლის დიმიტრი გულიას დაბადების 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ჩატარდა.
ჯემალ გამახარიამ გააჟღერა იდეა, რომ გორის ყოფილ ამიერკავკასიის სამასწავლებლო სკოლის შენობაში, სადაც დიმიტრი გულია სწავლობდა, აფხაზი საზოგადო მოღვაწისადმი პატივსაცემად მემორიალური დაფა გაკეთდეს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მეცნიერებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა.
კონფერენციას უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

ასევე დაგაინტერესებთ