ჯემალ გამახარია ს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, ს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატურა – უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ჯემალ გამახარია იყო წარდგენილი.
„კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების მოთხოვნათა შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხმათა უმრავლესობით შემდეგი 5 წლის ვადით ისევ ჯემალ გამახარია აირჩიეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა