ჯეკო “ფიორენტინაში” გადაბარგდება

სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ 39 წლის თავდამსხმელი ედინ ჯეკო „ფენერბაჰჩედან“ „ფიორენტინაში“ გადავა.
თავისუფალ აგენტად მყოფ ბოსნიელს ფლორენციული კლუბი 1+1 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებს. მისი წლიური გასამრჯელო 2 მილიონი ევრო პლუს ბონუსები იქნება.
გასულ სეზონში ედინმა თურქეთის სუპერლიგის 35 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ადრე იტალიაში „რომასა“ და „ინტერში“ თამაშობდა.
“ნაპოლი” “ახალი კვარას” დაუსრულებელ ძიებაშია – კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება – “ნაპოლიში” ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }