ჯეი დი ვენსმა და ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს -აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას

10 თებერვალს -ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.
ვიცეპრეზიდენტმა ვენსმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება ოფიციალურ სახეს მისცემს „პარტნიორობას და ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობა იქნება მყარი”.

ვენსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ აპირებს “აზერბაიჯანს გაუგზავნოს ახალი გემები ტერიტორიული წყლების დაცვაში დასახმარებლად”.

ჯეი დი ვენსის სიტყვებით, ერევნიდან ბაქოსკენ მგზავრობისას მისმა ბორტმა – Air Force Two-მ ჩაუფრინა “ტრამპის მარშრუტს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP), რომლითაც აზერბაიჯანი თავის ნახიჩევანის ექსკლავს სომხეთის ტერიტორიის გავლით დაუკავშირდება.

ვიცეპრეზიდენტმა ვენსმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ვიცეპრეზიდენტი ამავდროულად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ცოლია და “იმედია, ეს არ უბიძგებს აშშ-ის მეორე ლედის რამე იდეებისკენო”.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორ მხარეს შორის “ძალიან კარგი საუბარი” გაიმართა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ ფაზაში შედის. პრეზიდენტ ალიევის განცხადებით, დღეს ხელმოწერილი შეთანხმება არის სამუშაო ჯგუფების ექვსთვიანი მძიმე შრომის შედეგი. ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას “კავკასიაში მშვიდობის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის”.

“ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას”, – განაცხადა ალიევმა.
10 თებერვალს საღამოს პრეზიდენტი ალიევი მეუღლესთან ერთად უმასპინძლებს ვიცეპრეზიდენტ ვენსსა და მის მეუღლეს.
ბაქოში ვიზიტამდე, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი იმყოფებოდა ერევანში, სადაც მას უმასპინძლა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და სადაც ხელი მოეწრე შეთანხმებას სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის თაობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ