აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მთავრობის „შათდაუნის“ გაგრძელების შემთხვევაში ფედერალური თანამშრომლების მუდმივი გათავისუფლება მოხდება.
„მოდით, გულახდილები ვიყოთ, თუ საქმე გაჭიანურდება, მოგვიწევს ხალხის გათავისუფლება“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.
მისი მტკიცებით, მთავრობის მუშაობის დახურვა იმის შედეგია, რომ „დემოკრატების“ მაღალი თანამდებობის პირები მხარს უჭერენ არალეგალ მიგრანტებზე ჯანდაცვის შეღავათების გავრცელებას.
შეგახსენებთ, აშშ-ში მთავრობის დახურვა, ე.წ. „შათდაუნი“ ოთხშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მომავალი ფისკალური წლისთვის დაფინანსების ახალ გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „შათდაუნის“ შედეგად, ფედერალური მუშაკების დაახლოებით 40% -ს – დაახლოებით 750 000 ადამიანი – დროებით შვებულებაში გაიყვანენ.
