ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება

-ის ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა, რათა უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს, ტრამპის ადმინისტრაციის მთავარ ევროპელ მოკავშირეს, რთული საპარლამენტო არჩევნების წინ მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტრამპი: ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს, მას ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აქვს
მათი ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ვენსი სამშაბათს ნაშუადღევს ბუდაპეშტში, საფეხბურთო სტადიონზე, ორბანთან ერთად საარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოვა.
“მოუთმენლად ველოდებით ამ მოგზაურობას. მოუთმენლად ველოდები ჩემს კარგ მეგობარ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას. ვისაუბრებთ -უნგრეთის ურთიერთობებთან დაკავშირებულ უამრავ საკითხზე. მათ შორის ევროპაზე, უკრაინაზე და ყველა სხვა საკითხზე”, — განაცხადა ვენსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში გამართულ უნგრეთის “კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციისთვის” (CPAC) გაგზავნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ორბანს მისი “სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა”აქვს.
არჩევნებზე პეტერ მაგიარს, პარტია “ფიდესის” ყოფილ წევრს უპირისპირდება, რომელიც მას ორი წლის წინ გამოეყო და მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია “ტისა” (Tisza) დააფუძნა. გამოკითხვების უმეტესობაში “ტისა” “ფიდესს” 10-დან 20%-მდე უსწრებს. მხოლოდ მკვეთრად სამთავრობო სააგენტო Nezopont-ის მონაცემებით “ფიდესი” მცირე უპირატესობით ლიდერობს.
BBC წერს, რომ ორბანის მეგობრობა ტრამპთან 2016 წლიდან იწყება. ორბანი ევროკავშირის პირველი და ერთადერთი ლიდერი იყო, რომელმაც ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა. ის გასულ ოქტომბერში ვაშინგტონში იმყოფებოდა, რათა უნგრეთისთვის აშშ-ის სანქციები, რომლებიც რუსულ ნავთობის გიგანტებს, “როსნეფტსა” და “ლუკოილს” შეეხო, თავიდან აერიდებინა.
მოგვიანებით ტრამპმა განმარტა, რომ ეს გამონაკლისი პერსონალური შეთანხმება იყო მასსა და ორბანს შორის.
შეგახსენებთ, უნგრეთში 12 აპრილს გაიმართება.