ჯეი დი ვენსი – უკრაინაში ომის დასრულების მიზნით დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია

უკრაინაში ომის დასრულების მიზნით დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია, – ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ბევრისგან მოვისმინე, თუ როგორ აკრიტიკებენ -ის პრეზიდენტს პუტინთან საუბრის გამო. აუცილებელი არაა უკრაინაში შეჭრის შესახებ პუტინის გადაწყვეტილებას ეთანხმებოდე, მაგრამ თუ მშვიდობის მიღწევა გსურს, მაშინ ძლიერი უნდა იყო. ასევე, აუცილებელია ხალხს ესაუბრო და აქტიურ, აგრესიულ დიპლომატიაში ჩაერთო“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დოქტრინა მშვიდობის მიღწევასთან ერთად, ძლიერი სამხედრო ძალის შენარჩუნებას ეფუძნება.
„მისი დოქტრინა მსოფლიოში უძლიერესი არმია, მშვიდობაზე აქცენტი და ის არის, რომ ვაშინგტონში ჟურნალისტებმა არ ისაუბრონ, თუ ვისთან შეიძლება დიპლომატიის წარმოება“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ