აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთში ჩავიდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან უშა ვენსთან ერთად, ერევანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
მოგვიანებით, ჯეი დი ვენსს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდება.
შეხვედრის შემდეგ მხარეები მედიის წინაშე განცხადებებს გააკეთებენ.
ipn.ge



