ჯეი დი ვენსი – რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებისთვის ჯერ მზად არ არიან

რუსეთ-უკრაინის ომი თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად მძვინვარებს, რადგან არცერთი მხარე არ არის მზად სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, – ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ს ენერგიული დიპლომატიური მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ უნდა არსებობდეს ორი მხარე, რომლებიც მზად არიან შეთანხმების მისაღწევად.
ვენსის თქმით, შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა ამ ეტაპამდე მისასვლელად „ბევრად მეტი შრომა“ იქნება საჭირო.
„ვფიქრობ, მოლოდინების ფუნდამენტური შეუსაბამობაა, სადაც რუსები, როგორც წესი, ფიქრობენ, რომ ბრძოლის ველზე უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე სინამდვილეში არიან და ამან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეთანხმების მიღწევა გაართულა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი შეინიშნება“, – აღნიშნა ვენსმა.
რაც შეეხება ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებას, ვენსის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ტარიფები ს ქცევაზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით სანქციებზე უფრო ეფექტურია.
„უნდა განასხვავოთ სანქციები ტარიფებისგან. ტარიფები საკმაოდ ეფექტური იყო, როგორც რუსებთან მოლაპარაკების ინსტრუმენტი“, – განაცხადა ვენსმა.
მისი თქმით, ტრამპი ინდოეთთან და ჩინეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული ნავთობის შესყიდვების შესამცირებლად და მოსკოვის ენერგორესურსების ექსპორტიდან შემოსავლების შესამცირებლად.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ზოგჯერ მოთმინებას კარგავს ყველა ჩართული მხარის მიმართ.
„მაგრამ სანამ ის ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობს, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ შეთანხმების მიღწევას შეძლებს. მჯერა, რომ ის ამას მიაღწევს. საქმე მხოლოდ იმაშია, თუ რამდენი ხანი დასჭირდება ამას“, – აღნიშნა ვენსმა.