ჯეი დი ვენსი – რუსებს ნამდვილად სურთ დონეცკის ტერიტორიული კონტროლი – ტერიტორიული დათმობა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან შეფერხებას წარმოადგენს

-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ში მშვიდობის მიღწევის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართული ამერიკელი მომლაპარაკებლებისგან განახლებული ინფორმაცია მიიღო და რომ მიღწეული გარღვევა არის ის, რომ ყველა საკითხი ახლა ღიად განიხილება.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინელებისა და რუსებისგან ვნახეთ რეალური გაგება იმისა, თუ რა არის შეუთანხმებელი და რა – შეთანხმების საგანი“, – განაცხადა ვენსმა UnHerd-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, მიაჩნია, რომ რუსებს ნამდვილად სურთ დონეცკის კონტროლი.
„ვფიქრობ, რუსებს ნამდვილად სურთ დონეცკის ტერიტორიული კონტროლი. უკრაინელები, გასაგები მიზეზების გამო, ამას უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ, [მიუხედავად იმისა, რომ] პირად საუბრებში აღიარებენ, რომ საბოლოოდ, ისინი, სავარაუდოდ, დონეცკს დაკარგავენ – მაგრამ, იცით, საბოლოოდ: ეს შეიძლება 12 თვეში გავიდეს, შეიძლება ამაზე მეტხანს. ასე რომ, ტერიტორიული დათმობა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან შეფერხებას წარმოადგენს – უნდა ვთქვა, რომ ეს საშინელი ტერიტორიული დათმობაა“, – აღნიშნა -ის ვიცე პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში პროგრესი არსებობს, თუმცა, ამ ეტაპზე, რთული სათქმელია მიაღწევენ თუ არა მშვიდობიან გადაწყვეტას.
„შევეცდებით ამ საკითხის მოგვარებას. გავაგრძელებთ მოლაპარაკებების მცდელობას. ვფიქრობ, პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ დღეს აქ ჯდომისას დარწმუნებული ვერ ვიქნები, რომ მშვიდობიან გადაწყვეტამდე მივაღწევთ. ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ მივაღწევთ, მაგრამ დიდი შანსია, რომ ვერა“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ