ჯეი დი ვენსი ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე – ამ ადმინისტრაციას უკანონობა ვერ დააშინებს, პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩასახშობად ჯარების განლაგების გადაწყვეტილებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკან არ დაიხევს.
„ამ ადმინისტრაციას უკანონობა ვერ დააშინებს, პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს. ჩვენ მხარს დავუჭერთ FBI-ის აგენტებს, რომლებიც ძალადობრივ დამნაშავეებს აკვირდებიან, გვარდიის წევრებს, ადგილობრივ პოლიციას და საზღვაო ქვეითებს, რომლებიც წესრიგს აღადგენენ და ICE აგენტებს, რომლებიც ჩვენი იმიგრაციის კანონებს აღასრულებენ“, – წერს ჯეი დი ვენსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის კიდევ 2000 ჯარისკაცის განლაგება დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”