ჯეი დი ვენსი – კონფლიქტის გაგრძელება ცუდია რუსეთისთვის, ცუდია უკრაინისთვის, ცუდია ევროპისთვის, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცუდია აშშ-სთვის

კონფლიქტის გაგრძელება ცუდია რუსეთისთვის, ცუდია უკრაინისთვის, ცუდია ევროპისთვის, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცუდია აშშ-სთვის. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ვენსის თქმით, აშშ-ის “ზეწოლის ბერკეტები” გააჩნია კონფლიქტის ორივე მხარეზე, ხოლო კონფლიქტის დასრულება მოითხოვს იმ ხალხთან საუბარს, ვინც ის დაიწყო და ვინც აგრძელებს.
“კონფლიქტმა დააწესა – და აგრძელებს – ზეწოლას ამერიკული სახელმწიფოებრიობის ინსტრუმენტებზე, სამხედრო მარაგებიდან სანქციებამდე (და გაცილებით მეტიც). გვჯერა, რომ კონფლიქტის გაგრძელება ცუდია რუსეთისთვის, ცუდია უკრაინისთვის, და ცუდია ევროპისთვის. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ცუდია შეერთებული შტატებისთვის,” – წერს ვენსი.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები

მაია ბუწაშვილი: „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული