ჯეი დი ვენსი – კონფლიქტის გაგრძელება ცუდია რუსეთისთვის, ცუდია უკრაინისთვის, ცუდია ევროპისთვის, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცუდია აშშ-სთვის

კონფლიქტის გაგრძელება ცუდია სთვის, ცუდია უკრაინისთვის, ცუდია ევროპისთვის, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცუდია -სთვის. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ვენსის თქმით, აშშ-ის “ზეწოლის ბერკეტები” გააჩნია კონფლიქტის ორივე მხარეზე, ხოლო კონფლიქტის დასრულება მოითხოვს იმ ხალხთან საუბარს, ვინც ის დაიწყო და ვინც აგრძელებს.
“კონფლიქტმა დააწესა – და აგრძელებს – ზეწოლას ამერიკული სახელმწიფოებრიობის ინსტრუმენტებზე, სამხედრო მარაგებიდან სანქციებამდე (და გაცილებით მეტიც). გვჯერა, რომ კონფლიქტის გაგრძელება ცუდია რუსეთისთვის, ცუდია უკრაინისთვის, და ცუდია ევროპისთვის. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ცუდია შეერთებული შტატებისთვის,” – წერს ვენსი.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები