ჯეი დი ვენსი – კეთილდღეობას შევქმნით იქ, სადაც მხოლოდ ომი და კონფლიქტი იყო – -სა და აზერბაიჯანს ხანგრძლივი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ, აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ავღანეთიდან გავიდა

აშშ-სა და აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ. ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კერძოდ, აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” ხელმოწერის შემდეგ ვენსმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და აზერბაიჯანს “ხანგრძლივი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ”.
“შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ავღანეთიდან გავიდა. ოპერაციები ჩავატარეთ რთულ პირობებში და მაშინ ჩვენი რეპუტაციის შენარჩუნება შევძელით,” – განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ “ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP) უკვე მოქმედებს დ ა დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის აზერბაიჯანისთვის ბუნებრივი რესურსების ექსპორტს გაამარტივებს.
ვენსის თქმით, ეს იმპულს შექმნის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობისთვის.
“ერთ-ერთი უდიდესი რამ, რასაც კონფლიქტებისა და ომების აღკვეთა შეუძლია, ორ ერის ერთად მუშაობაა უფრო დიდი კეთილდღეობის მისაღწევად. მშვიდობა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის წყალობით დამყარდა. ერთობლივი ძალისხმევების შედეგად მშვიდობა შეიქმნა იქ, სადაც აქამდე ომი იყო. მომავალში, კეთილდღეობას შევქმნით იქ, სადაც აქამდე მხოლოდ ომი და კონფლიქტი იყო”, – განაცხადა ვენსმა.