აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანს ბირთვული იარაღის შექმნა აღარ შეუძლია მას შემდეგ, რაც აშშ-ის დარტყმებმა მისი ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
„ირანი ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდა. ახლა ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა იმ აღჭურვილობით, რაც აქვს, რადგან ჩვენ ის გავანადგურეთ“, – აღნიშნა ვენსმა.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა შაბათს ღამით ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე საჰაერო იერიში მიიტანა.
