ჯეი დი ვენსი – ვფიქრობთ, რომ რუსები ზედმეტად ბევრს ითხოვენ

მიგვაჩნია, რომ რუსები ახლა ზედმეტად ბევრს ითხოვენ. ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა.
“ერთ-ერთი რამ, რაშიც პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის კარგი იყო და ბევრი უსამართლო კრიტიკა მიიღო როგორც ამერიკული, ისე ზოგიერთი ევროპული მედიისგან, არის სტრატეგიული რეალიზმი ან სტრატეგიული ჩახედულობა.
სხვა სიტყვებით, აუცილებელი არაა ეთანხმებოდე ს მიერ ომის გამართლებას და ნამდვილად მეც და პრეზიდენტმაც გავაკრიტიკეთ ფართომასშტაბიანი შეჭრა, მაგრამ უნდა ეცადო გაიგო, საიდან გამოდის მეორე მხარე, რათა ომი დაასრულო. და, ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ცდილობდა, რომ რუსებს ეთქვათ: “ეს არის რაც გვსურს, რათა კონფლიქტი დავასრულოთ”.
და, კიდევ ერთხელ, აუცილებელი არაა ამას დაეთანხმო, შეგიძლია იფიქრო, რომ მათი მოთხოვნა ზედმეტად დიდია. და ნამდვილად, პირველი სამშვიდობო შემოთავაზებაზე, რომელიც რუსებმა მაგიდაზე დადეს, ჩვენი რეაქცია იყო, რომ ზედმეტად ბევრს ითხოვთ. მაგრამ მოლაპარაკებები ასე ვითარდება.
ახლა ძალიან პესიმისტური არ ვარ ამაზე, ვერ ვიტყვი, რომ რუსები დაინტერესებული არ არიან ამის მოგვარებაში, მაგრამ ვიტყვი, რომ რუსები ახლა გარკვეულ მოთხოვნებს, გარკვეულ დათმობებს მოითხოვენ კონფლიქტის დასასრულებლად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი ზედმეტად ბევრს ითხოვენ.
რა თქმა უნდა, უკრაინელებს აქვთ დიდი მნიშვნელობა. ისინი არიან ამ პირდაპირი კონფლიქტის მეორე მხარე. და უნდა ვკითხოთ, რა სჭირდებათ მათ, რათა ეს კონფლიქტი წარმატებულ დასასრულამდე მივიყვანოთ. და გავაგრძელებთ ამ საუბარს”, – განაცხადა ვენსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!