ჯეი დი ვენსი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტო პაროლინისა და წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს, პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.
„ოფიციალურმა პირებმა გულითადი მოლაპარაკებებისას მოსაზრებები გაცვალეს საერთაშორისო ვითარების შესახებ, კერძოდ, ომის, პოლიტიკური დაძაბულობისა და ჰუმანიტარული სიტუაციების შედეგად დაზარალებული ქვეყნების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიგრანტების, ლტოლვილებისა და პატიმრების საკითხებს“, – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვატიკანში გუშინ ჩავიდა. მანამდე ჯეი დი ვენსმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან მოლაპარაკებები გამართა.
