ევროპელ მეგობრებს იმას ვთხოვთ, რომ გრენლანდიის უსაფრთხოება უფრო სერიოზულად აღიქვან, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ს რამის გაკეთება მოუწევს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბრიფინგზე განაცხადა.
“[სახელმწიფო] მდივანი რუბიო მგონი, დანიისა და გრენლანდიის ლიდერებს შემდეგ კვირას ხვდება. [გრენლანდიაზე] ზოგიერთ მესიჯს პირადად გადავცემთ, ზოგიერთს საჯაროდ ვამბობთ.
ევროპელი ლიდერებისთვის და ნებისმიერი სხვისთვის ჩემი რჩევაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სერიოზულად აღიქვან. რა თქვა მან გრენლანდიაზე? გვერდზე გადადეთ გიჟური გადამეტებული რეაქციები, რომლებიც მედიისგან და ევროპაში ზოგიერთი ადამიანისგან დავინახე.
რა თქვა პრეზიდენტმა? პირველი – გრენლანდია ნამდვილად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის სარაკეტო თავდაცვისთვის, არამედ მსოფლიოს სარაკეტო თავდაცვისთვის. მეორე – ვიცით, რომ არიან მტრულად განწყობილი მოწინააღმდეგეები, რომლებსაც დიდი ინტერესი აქვთ გამოჩენილი ამ კონკრეტული ტერიტორიისადმი, მსოფლიო ამ კონკრეტული ნაწილისადმი.
ასე რომ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს იმას ვთხოვთ, რომ ამ მიწის უსაფრთხოება უფრო სერიოზულად აღიქვან, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ს რამის გაკეთება მოუწევს. რა იქნება ეს – ამას პრეზიდენტს დავუტოვებ, მაშინ როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ ამ
თემაზე დიპლომატიაში ჩართულობას ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და ყველა დანარჩენთან,” – განაცხადა ვენსმა.




