ჯეი დი ვენსი – ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის

ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის, – ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ევროპასთან საერთო ძალიან ბევრი გვაქვს. დიახ, ხანდახან ევროპელებს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვეთანხმები მათ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დასავლური ცივილიზაციის აკვანია. ქრისტიანული ცივილიზაციის მთელი იდეა, რამაც გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა, ევროპაში ჩამოყალიბდა. კულტურული კავშირები, რელიგიური კავშირები, ეს ყველაფერი პოლიტიკურ განსხვავებებზე დიდხანს დარჩება“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
მისი თქმით, სურს, რომ ევროპა წარმატებული და -ის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყოს.
„ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის. მათ არ შეუძლიათ ან არ სურთ, რომ თავიანთი საზღვრები გააკონტროლონ. ხედავთ, რომ ისინი თავიანთი მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას იწყებენ, მაშინაც კი, როდესაც მოქალაქეები საზღვრებზე შეჭრას აპროტესტებენ. ევროპამ საკუთარ ხალხსა და საკუთარ სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა