ჯეი დი ვენსი – გრენლანდიაში სამხედრო ძალის გამოყენება საჭირო არ იქნება

გრენლანდიაში სამხედრო ძალის გამოყენება საჭირო არ იქნება, – ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა პარასკევს, 28 მარტს, მეუღლესთან, უშა ვენსთან ერთად გრენლანდიაში ვიზიტისას განაცხადა.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ სამხედრო ძალა ოდესმე საჭირო იქნება. ვფიქრობთ, მოხდება ის, რომ თვითგამორკვევის გზით გრენლანდიელები დანიისგან დამოუკიდებლობას აირჩევენ, შემდეგ კი ჩვენ გრენლანდიელ ხალხთან საუბარს დავიწყებთ“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ამასთან, -ის ვიცე-პრეზიდენტმა პიტუფიკის კოსმოსურ ბაზაზე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ გრენლანდიის უსაფრთხოებისთვის „საკმარისს არ აკეთებს“.
„ვიმედოვნებთ, რომ ისინი აშშ-თან პარტნიორობას აირჩევენ, რადგან ჩვენ დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც მომავალში მათ სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას პატივს სცემს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა