ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე ცვლილებების „ძალიან სწრაფად“ განხორციელებას ეხებოდა, თუმცა მომდევნო 100 დღის განმავლობაში კონგრესმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე ცვლილებების „ძალიან სწრაფად“ განხორციელებას ეხებოდა, თუმცა მომდევნო 100 დღის განმავლობაში კონგრესმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები. ამის შესახებ ვენსმა Fox News Digital-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ „მომდევნო 100 დღეში ბევრი რამ ისე სწრაფად არ შეიცვლება“.
ინტერვიუს დროს -ის ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მშვიდობა და ომის დასრულება ორივე მხარეს სურს, სა და უკრაინის პოზიციებს შორის უზარმაზარი უფსკრულია.
ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპის სურვილია კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რადგან ყოველ კვირას სულ მცირე 5 000 ადამიამი იღუპება.