ჯეი დი ვანსმა დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო

“რესპუბლიკელმა“ სენატორმა ოჰაიოდან, ჯეი დი ვანსმა ს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო.
„ოფიციალურად ვიღებ თქვენს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად წარდგენას“, – განაცხადა ჯეი დი ვანსმა ვანსმა „რესპუბლიკელთა“ ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ყოფილი პრეზიდენტის ოპონენტები გააკრიტიკა და ტრამპი ერთიანობისკენ მოწოდებისთვის შეაქო.
„მათ თქვეს, რომ ის ტირანი იყო. მათი თქმით, ის ნებისმიერ ფასად უნდა შეეჩერებინათ. მაგრამ როგორ უპასუხა? მან მოუწოდა ეროვნული ერთიანობისკენ მას შემდეგ რაც მკვლელმა კინაღამ მისი სიცოცხლე შეიწირა. შემდეგ კი პრეზიდენტი ტრამპი მილუოკიში გაფრინდა და სამუშაოს დაუბრუნდა. ის მკაცრია, მაგრამ ზრუნავს ადამიანებზე. მას შეუძლია ერთ წამს ქედმოუდრეკლად დადგეს მკვლელის წინააღმდეგ და მეორე წამს მოითხოვოს ეროვნული გაჯანსაღება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა.
შეგახსენებთ, -ის „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოელი სენატორი, 39 წლის ჯეი დი ვანსი დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს