აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „ოპტიმისტურად“ უყურებს რუსეთისა და უკრაინის ომის საბოლოოდ დასრულების შესაძლებლობას.
„მინდა პრემიერ მინისტრს მივაწოდო ინფორმაცია რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შესახებ და ასევე ზოგიერთი რამ, რაც მოხდა ბოლო 24 საათის განმავლობაშიც კი“, – თქვა ვენსმა რომში იტალიის პრემიერ მინისტრთან ჯორჯ მელონთან ორმხრივ შეხვედრაზე და დასძინა: ”ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია საინტერესო ცნობების მოწოდება, ცხადია, პირადად. გარკვეული მოლაპარაკებების შესახებ. წინასწარ მათ არ შევაფასებ, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვიმედოვნებთ, რომ ეს ომი, ეს ძალიან სასტიკი ომი, დასრულდება.”
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ თუ ამერიკა უხლოეს დღეებში არ დარწმუნდა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ზავის მიღწევა შესაძლებელია, მან შეიძლება სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი განაცხადოს.
მარკო რუბიოს თქმით, უკრაინის ომი საშინლებაა, მაგრამ ის არ არის ამერიკის ომი, შეერთებული შტატები უკრაინას სამ წელზე მეტხანს ეხმარებოდა და სურს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს.
ფორუმი
