ჯეიმს ო’ბრაიენი კობახიძეს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოშია და ამ წუთებში შეხვედრას მართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან.
ო’ბრაიენს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასთან და კერძო სექტორთანაც.
საღამოს კი ო’ბრაიენს ასევე დაგეგმილი აქვს განცხადების გაკეთება მედიასთან.
როგორც გუშინ, 13 მაისს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთანაც სურდა შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა.
კობახიძემ არაერთხელ გაიმეორა „ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივი, თითქოს ივანიშვილი დაასანქცირა „გლობალური ომის პარტიამ“ ში შეჭრის შემდეგ და მიუხედავად ამისა, ის არ ემორჩილება მსგავს შანტაჟს.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, „ქართული ოცნება“ 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღებს მედიისა და არასამთავრობოების შემზღუდავ რუსულ კანონს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია რუსულ კანონზე ცნობილია. კანონპროექტს გამოეხმაურა თავად ჯეიმს ო’ბრაიენიც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწემ რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება 10 აპრილს სოციალურ ქსელ X-ში გამოთქვა:
„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპიდან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის. აშშ ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით“, — წერს ობრაიენი X-ზე.