ჯეიმს ო’ბრაიენი აზერბაიჯანსა და ხორვატიას ესტუმრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი 27-29 ივნისს ვიზიტით აზერბაიჯანსა და ხორვატიაში ჩავა.
ბაქოში ო’ბრაიენი აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება, მათ შორის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს.
ბაქოდან ჯეიმს ობრაიენი ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც დუბროვნიკის ფორუმს დაესწრება და ევროპელ პარტნიორებთან, მოკავშირეებთან დასავლეთ ბალკანეთის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას განიხილავს.