ჯეიმს მაკკლირი – პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება

საქართველოში ვითარება უარესდება. პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება, – მის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ლიბერალ-დემოკრატი პოლიტიკოსი ჯეიმს მაკკლირი X-ზე წერს.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ დემოკრატიის მხარდამჭერ მომიტინგეებს და ჟურნალისტებს, მათ შორის ონლაინგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, მხარი უნდა დაუჭიროს.
„გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს პროდემოკრატიულ მომიტინგეებს და ჟურნალისტებს, როგორიცაა ქალბატონი ამაღლობელი“, – წერს ბრიტანელი პარლამენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას