ჯეიმს მაკკლირი: ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯაფარიძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

„საქართველო აგრძელებს პოლიტიკური რეპრესიების მოლიპულ გზაზე სვლას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯაფარიძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. „ქართული ოცნების” მთავრობამ და მისმა მარიონეტებით მოთამაშე ოლიგარქმა ივანიშვილმა კიდევ ერთი ხაზი გადაკვეთეს. გაერთიანებული სამეფოს სანქციები უნდა მოჰყვეს”, – წერს X-ზე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე.