ჯეიმს მაკკლირი: დიდმა ბრიტანეთმა ახლავე უნდა დააწესოს სანქციები ივანიშვილის მიმართ

„ქართულმა ოცნებამ“ კვლავ შეუტია საქართველოს დემოკრატიას.
მათ დაიწყეს მედიის თავისუფლების შეზღუდვით, შემდეგ აკრძალეს ოპოზიციური პარტიები და ახლა ართმევენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის უფლებას, რათა განამტკიცონ თავიანთი მმართველობა.
დიდმა ბრიტანეთმა ახლავე უნდა დააწესოს სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ.