ჯეიმი ფოქსი სექსუალური შევიწროების ბრალდებას უარყოფს

ჯეიმი ფოქსის ოფიციალური წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებებს უარყოფენ.
“ინციდენტი არასდროს მომხდარა. 2020 წელს იდენტური საჩივარი იყო შეტანილი ბრუკლინში. ცოტა ხნის შემდეგ საქმე დაიხურა. ბრალდება დღესაც ისეთივე უსაფუძვლოა, როგორც მაშინ. დარწმუნებულები ვართ სასამართლო ამ საქმესაც დახურავს. როგორც კი ეს მოხდება, ბატონი ფოქსი ბრალმდებლისა და მისი ადვოკატების წინააღმდეგ საპასუხო საჩივარს შეიტანს”. – წერია განცხადებაში.
ნიუ-იორკის სასამართლოში ჯეიმი ფოქსის წინააღმდეგ საჩივარია შესული. მსახიობს ქალი, რომლის სახელი უცნობია, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ქალის თქმით შემთხვევა 2015 წელს, ღამის კლუბში მოხდა. ბრალმდებელმა მსახიობს ფოტოს გადაღება სთხოვა, ფოქსმა ფოტოს გადაღების შემდეგ ქალი მიფარებულ ადგილას გაიყვანა და მასზე სექსუალურად იძალადა.
საჩივარში ასევე მოხსენიებულია კლუბი Catch და მისი პატრონი, ფოქსის მეგობარი მარკ ბირნაუმი.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!