ბრიტანელმა პარლამენტარმა, ჯეიმზ მაკლირმა, დღეს, პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და მისი გამოსვლის ვიდეოს აქვეყნებს.
მისი განცხადებით, ელენე ხოშტარია და ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ბრიტანეთმა კი ივანიშვილს და მის კომპანიონებს სანქციები უნდა დაუწესოს.
დღეს პარლამენტში მე წამოვწიე საკითხი ქართველი პოლიტიკოსების, ელენე ხოშტარიას და გიორგი ვაშაძის დაპატიმრების შესახებ – „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ დემოკრატიაზე სასტიკი თავდასხმის უახლეს მსხვერპლებზე.
ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.
დიდმა ბრიტანეთმა უნდა იმოქმედოს და სანქციები დააწესოს ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ,” – წერს ბრიტანელი პარლამენტარი.
ჯეიმზ მაკლირმა დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოში დემოკრატიის გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის გაწევა მათთვის, ვინც დემოკრატიულ ღირებულებებს ანგრევს.