ჯეიკ სალივანი – ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით – „ქართული ოცნების“ რიტორიკა, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შექმნილია ქვეყნის იზოლაციისთვის აშშ-სა და ევროპისგან

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით – „ქართული ოცნების“ უკანასკნელი პერიოდის რიტორიკა, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და შექმნილია საქართველოს იზოლაციისთვის -სა და ევროპისგან,- ამის შესახებ განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე, ან მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ან გაიტანონ „კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონი“.
„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით. საქართველოს პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან – ან დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ან გაიტანონ კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონი, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიულ ღირებულებებთან.
„ქართული ოცნების“ უკანასკნელი პერიოდის რიტორიკა, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და შექმნილია საქართველოს იზოლაციისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპისგან. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“, – განაცხადა სალივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ