ჯეიკ სალივანი: უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა არ განიხილება

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა არ განიხილება.
ABC-ის ეთერში მისთვის დასმულ შეკითხვას სალივანმა უპასუხა: „არა, ეს არ განიხილება. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ის, რომ ვზრდით ში სხვადასხვა სახის კონვენციური იარაღის გადასროლას, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ თავის დაცვა და ს ტერიტორიაზე ომის გადატანა, მაგრამ ბირთვულს არ ვაძლევთ.“
კატეგორიულად უარყოფს ბირთვული იარაღის მოპოვების სურვილს, ექსპერტები კი სკეპტიკურად აფასებენ უკრაინის უნარს, მოკლე ვადებში მოახერხოს მისი შექმნა, რომც ჰქონდეს ს ასეთი სურვილი. მიუხედავად ამისა, ეს შესაძლებლობა მედიაში საკმად ფართოდ განიხილება უკანასკნელ დღეებში. გასულ კვირაში ამის შესახებ განცხადება გააკეთა ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც. „ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, თქვა მან და აღნიშნა, რომ ამისთვის რუსეთი აამოქმედებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, „მართლაც ყველას“, დასძინა პუტინმა.