ჯეიკ სალივანი – აშშ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ შემდგომ ზომებს მიიღებს

აშშ მიიღებს შემდეგ ზომებს ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფების, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ისრაელში ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უბრალოდ ვიტყოდი, პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ეს იყო ჩვენი პასუხის დასაწყისი და შემდგომი ნაბიჯები იქნება“, – აღნიშნა სალივანმა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა, რომ დამატებით თავდასხმებს გეგმავს, ს მრჩეველმა უპასუხა: „ეს ნიშნავს, რომ შემდგომ ზომებს მივიღებთ“.
”ცხადია, არ ვაპირებ ამ ზომების ხასიათის აღწერას, რადგან არ მინდა ჩვენი დარტყმების ტელეგრაფირება, მაგრამ იქნება შემდგომი მოქმედება,“ – აღნიშნა სალივანმა.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში „ჰუსიტების“ 30-ზე მეტ სამიზნეს 13 ლოკაციაზე დაარტყეს და ეს დარტყმები რამდენიმე სხვა ქვეყნის მხარდაჭერით განახორციელეს. აშშ-მა პროირანული დაჯგუფებების ობიექტებზე იერიშები ბოლო დროს მას შემდეგ გააქტიურა, რაც იანვრის ბოლოს, იორში, დრონის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ