ჯეიკ სალივანი – ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონმდებლობის გაწვევა მოეთხოვა

ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონმდებლობის გაწვევა მოეთხოვა, – ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს.
ის ეხმაურება 11 მაისს თბილისში მიმდინარე აქციას.
ამასთან, სალივანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან.
„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნავს ის.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „ქართული ოცნების“ წევრები უკვე ვეღარსად გადაადგილდებიან – მათ უნდა ესმოდეთ, რომ მოდის დამატებითი სანქციები და ისინი უარყოფილი იქნებიან, არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ სრულიად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ

გრიგოლ გეგელია – ხალხის დემოკრატიულმა ბრძოლამ სტრასბურგში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ, გუშინ ბეჭზე დაენარცხა რუსეთის ფედერაცია და მისი ადგილობრივი ფილიალი „ქართული ოცნება“

ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ქვეყანა სრულად იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან – ცრუ დევიზის – „ღირსებით ევროპისკენ“ ნაცვლად, დააყენეს რეალობა – „კუდამოძუებული ევროპიდან“