ჯეიდონ სანჩო, დიდი ალბათობით, “დორტმუნდში” დაბრუნდება

ჯეიდონ სანჩო, დიდი ალბათობით, 6-თვიანი იჯარით “დორტმუნდში” დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ინგლისელი გერმანიაში დაბრუნებაზე თანახმაა, გუნდები კი შეთანხმებას უახლოვდებიან. ფეხბურთელის ხელფასის ნაწილს “მანკუნიანელები” დაფარავენ.
ექნება თუ არა “დორტმუნდს” სანჩოს გამოსყიდვის უფლება, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, სანჩო “იუნაიტედს” 2021 წელს, “ყვითლებიდან” 73 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.